პროექტის პრეზენტაცია

Sunday, February 23, 2014

დღეს არის პროექტის ბოლო მეცხრე დღე -  გაიმართა ტრენინგის მონაწილეთა პროექტების პრეზენტაცია. ყველა პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო, ვიმსჯელეთ მათზე, ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები.
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი ახალი რამ შევისწავლე, რაც დამეხმარება სასწავლო პროცესის სარმართვაში.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერს თამუნა ლოსაბერიძეს, რომელთან მუშაობაც ძალიან საინტერესო იყო.

Saturday, February 22, 2014

მერვე დღე - დავასრულე პროექტზე მუშაობა, ვისწავლე პორტფოლიოს ბლოგზე გამოქვეყნება, ასევე როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დროს, გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს.

დღესაც საინტერესო დღე იყო, ტრენინგზე  გაცნობილი და განხილული ინფორმაცია დამეხმარება სასწავლო პროცესის წარმართვაში.

Sunday, February 16, 2014

მეშვიდე დღე - გავეცანი შეფასების სხვადასხვა რუბრიკებსა და კრიტერიუმებს და შემდეგ შევიმუშავე შეფასებების რუბრიკა ჩემი პროექტისათვის, ასევე გავეცანით პრეზენტაციას- " გარდნერის მრავალმხივი ინტელექტი." გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, კერძოდ სასწავლო პროცედურაზე.

გმადლობთ საინტერესო ტრენინგისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეფასების რუბრიკების გაცნობა.

Saturday, February 15, 2014

მეექვსე დღე - დღეს გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, ვისწავლეთ YOU TUBE-დან ვიდეოს გადმოტანა ბლოგზე, პროექტის გაზიარება ელფოსტით, სურათების დადება ბლოგზე, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე და გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს.
ტრენინგი საინტერესო იყო, დღეს ბევრი ვიმუშავეთ.

ტრეფიკინგი

Sunday, February 9, 2014

მეხუთე დღე - დღეს გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა, მოვამზადეთ პრეზენტაცია, გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია ბლოგზე, ასევე ბლოგზე მოვათავსეთ გამოკითხვა ჩვენს თემასთან დაკავშირებით.
ძალიან საინტერესო და სახალისო იყო პრეზენტაციაზე მუშაობა, დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.

Saturday, February 8, 2014

მეოთხე  დღე - დღეს ვისწავლე როგორ შევადგინო მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და შეფასების დროის ჩარჩო, ვისწავლე როგორ მივუსადაგო პროექტის ამოცანები შინაარსობრივ სტანდარტებსა და ინდიკატორებს.
ტრენინგი როგორც ყოველთვის საინტერესო იყო, ბევრი სიახლე გავიგე.
შეკითხვა არ მაქვს.